- Advertisement -

15 მაისს ფოლკლორის ცენტრში ნიკო ფიროსმანის 100-წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება

15 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის "გალერეაში", ნიკო ფიროსმანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაციის ინიციატივით, გაიხსნება ნიკო ფიროსმანის 100-წლისთავისა და ასოციაციის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საგაზაფხულო გამოფენა. გამოფენის ორგანიზატორი და მხარდამჭერი – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

გამოიფინება ასოციაციის წევრი ოცდაორი მხატვრის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ასამდე ნიმუში – სხვადასხვა მეთოდით (ჭედურობა, ფილიგრანი) შესრულებული საიუველირო ნაკეთობები.

ფირსომანის სახელობის საერთაშორისო შემოქმედებითი ასოციაცია დაფუძნდა 1988 წელს. ატარებს შემოქმედებით ღონისძიებებს: ძირითადად, აწყობს გამოფენებს საქართველოსა თუ საზღვარგარეთ. ასოციაციაში გაერთიანებულია 64 ქართველი და უცხოელი მხატვარი – პროფესიონალებიც და თვითნასწავლებიც.

ექსპონატები გამოირჩევა მრავალფეროვნებით, დახვეწილი ტექნიკითა და ტრადიციული ქართული ხელწერით.

გამოფენა გაიხსნება 18 საათზე. დაიხურება 21 მაისს

Comments
Loading...