15 ოქტომბერს არეშფერანში კოსტაობა აღინიშნა სიახლეები დამატების თარიღი 19 ოქტომბერი, 2017 325 15 ოქტომბერს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში, კოსტა ხეთაგუროვის სახელობის საჯარო სკოლაში გამოჩენილი ოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, კოსტა ხეთაგუროვის 158 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება „კოსტაობა“ აღინიშნა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. „კოსტაობაზე“ გაიმართა საზეიმო კონცერტი, ჭიდაობა, დოღი, ქართული და ოსური კულინარიის დეგუსტაცია. ღონისძიებას დაესწრებიან ქართველი და ოსი საზოგადოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.