- Advertisement -

15:00 საათის მონაცემებით ხულოში საკუთარი არჩევანი 8 251 ამომრჩეველმა დააფიქსირა

სამი საათის მონაცემებით ხულოში საკუთარი არჩევანი 8 251 ამომრჩეველმა დააფიქსირა რაც ამომრჩეველთა 34%-ს წარმოადგენს, არჩევნები ამ ეტაპისათვის მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, როგორც ხულოს 84 ოლქში “აიპრესთან” განაცხადეს ამ დროისთვის საჩივარი არ დაწერილა.

მცირე სახის დაპირისპირებას ქონდა ადგილი ნომერ 9 საარჩევნო უბანზე, პარტია “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი მოქალაქეს ყუთში ბიულეტენის ჩაგდების უფლებას არ აძლევდა, ანზორ თავართქილაძის მტკიცებით კონვერტში ორი ფურცელი იდო, მცირე კამათის მიუხედავად ამომრჩეველმა მაინც დააფიქსირა საკუთარი არჩევანი. რამდენიმე უბანზე გადასატანი ყუთები უკვე დააბრუნეს.

ხულოში სულ 54 საარჩევნო უბანი და 24 ათას 97 ამომრჩეველია რეგისტრირებული

Comments
Loading...