- Advertisement -

გურჯაანელი სკოლის მოსწავლე ყვავილებზე უარის თქმის გამო, თანაკლასელ გოგოს თვითმკვლელობით გაეხუმრა

გურჯაანის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მეხუთეკლასელმა მოსწავლემ თანაკლასელ გოგონას წერილი მისწერა, სადაც თვითმკვლელობით იმუქრება.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ბიჭმა გოგონას ყვავილები მიუტანა, მაგრამ მან არ გამოართვა. ამის შემდეგ კი აღნიშნული წერილი გაუგზავნა. წერილი გოგონამ მანდატურსა და სკოლის დირექტორს გადასცა, მათ კი შესაბამისი რეაგირების მიზნით პოლიციას მიმართეს.

გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოსწავლეები და მათი მშობლები უკვე გამოკითხეს. ბიჭმა განაცხადა, რომ მან უბრალოდ იხუმრა.

“გოგონას მიუტანა ყვავილები,მან კი არ გამოართვა,ამის შემდეგ ბიჭმა წერილი მიწერა,სადაც წერს რომ თავს მოიკლავს. შემთხვევა დღეს მოხდა. გოგონა ძალიან სწორად მოიქცა, აღნიშნული წერილი მიუტანა სკოლის დირექტორს, ბიჭის მშობლები,მანდატური და დირექტორი იმყოფებოდნენ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე, სადაც ბიჭმა განაცხადა რომ უბრალოდ იხუმრა, გოგონას შეშინების მიზნით”.- განუცხადა “აიპრესს” გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დალი მინდიაშვილმა.

Comments
Loading...