- Advertisement -

16 სექტემბრიდან პარხლის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის პარხლის მონასტრის რეაბილიტაცია 16 სექტემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"ტაო-კლარჯეთში, ქოქეთში იმყოფებოდა კულტურის მინისტრი. 16 სექტემბრიდან დაიწყება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის პარხლის სარეაბილიტაციო სამუშაოები და მასში პირველად, ოფიციალურად ჩაერთვებიან ქართველი სპეციალისტები. ესენის იქნებიან სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები. ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან კარგი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ პირვანდელი იერსახე იქნას შენარჩუნებული. ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგი",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

პარხლის მონასტერი თურქეთის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის დაყოფით სამცხე–ჯავახეთის და ტაო–კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

Comments
Loading...