- Advertisement -

16 წლის ქედელმა გოგომ მკლავჭიდში არაერთ წარმატებას მიაღწია

16 წლის ქეთევან შავიშვილი ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეა.გასულ წლებში მკლავმჭიდში მიღწეულ შედეგებს მოულოდნელს უწოდებს, ეხლა კი დანამდვილებით იცის, რომ ეს მისი გატაცების სფეროა. მეტიც, აჭარის ნაკრებ გუნდშია და წარმატებებს შრომატევად ვარჯიშებს უკავშირებს.

ქეთევანი წელსაც დაუმარცხებელი აღმოჩნდა რეგიონში გამართულ აჭარის პირველობაზე, 24 მარტს, საქართველოს მკლავმჭიდისა და პარა-მკალვმჭიდის ჩემპიონატზე, 55 კგ წონით ქალთა კატეგორიაში, მარჯვენა ხელით იასპარეზა და მესამე ადგილი მოიპოვა.აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მერია ავრცელებს.

ფოტო: ქედის მუნიციპალიტეტის მერი

Comments
Loading...