- Advertisement -

17 აპრილს ფოლკლორის ცენტრში თვითნასწავლი მხატვრის ნიკოლოზ გამცემლიძის გამოფენა გაიხსნება

17 აპრილს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრის ნიკოლოზ გამცემლიძის პერსონალური გამოფენა.
გამოიფინება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული სამოცდახუთი ფერწერული ტილო.

ნიკოლოზ გამცემლიძე პროფესიით ვეტექიმია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა საინტერესო ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით. გაჯერებულია ზომიერად შეზავებული მსუყე და კოლორიტული ფერებით.

მხატვარი ხშირად მონაწილეობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოფენებში.

გამოფენა გაიხსნება 18:00 საათზე.

დაიხურება 23 აპრილს.

Comments
Loading...