- Advertisement -

17 იანვარს ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება

17 იანვრის 09:30 საათიდან 17 იანვრის 16:00 საათამდე, ქ. ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება.

წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ლაგოდეხის სათავეზე არსებული 500 მ3 რეზერვუარის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით.

შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

Comments
Loading...