17 იანვრის 11:00-დან 17 იანვრის 20:00 საათამდე ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება ქუთაისი დამატების თარიღი 17 იანვარი, 2018 253 17 იანვრის 11:00 საათიდან 17 იანვრის 20:00 საათამდე, ქ.ქუთაისში – ნიკოლაძის, იოანე პეტრიძის, ჭონქაძის, ვაჟა-ფშაველას, ბარნოვის, წყალტუბოს, მიქელაძე მეველეს და გრიბოედოვის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ცენტრალური მილის დაზიანებით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.