- Advertisement -

17 ოქტომბერს ანსამბლი “ერა” დასკვნით კონცერტს გამართავს

საქართველოში საკონცერტო ტურნეს მართავს ქალთა ლატვიური ანსამბლი ,,ერა", რომელიც დასკვნით კონცერტს 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე,ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარმოადგენს. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.


ქალთა ლატვიური ანსამბლ ,,ერას" სასიმღერო რეპერტუარი მრავალმხრივია: ლატვიური ფოლკლორი, ჯაზი, თანამედროვე და ორიგინალური ნაწარმოები. ჯგუფი შედგება 6 მომღერლისგან და ლატვიაში ის მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო ანსამბლად.

,,ერას" საქართველოში სტუმრობის მთავარი მიზანია, გააცნოს მსმენელს ლატვიური მუსიკალური კულტურა და საშემსრულებლო ოსტატობა.

,,ერამ" მგალობელ-მომღერალთა გუნდ,,დიდგორთან" ერთად, 12-18 ოქტომბერს,საკონცერტო ტურნე გამართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბოლნისში, თბილისში,ამბროლაურში, ონში. კონცერტებში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლის გუნდები.

ტურნეს ორგანიზატორები: მგალობელ-მომღერალთა გუნდი ,,დიდგორი" მხარდამჭერები: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია
ონის მუნიციპალიტეტის გამგეობა

Comments
Loading...