- Advertisement -

17:00 საათის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი აქტივობა ოზურგეთში ფიქსირდება, ქუთაისში კი, დაბალი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით 6-ვე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა 26.97%-ს შეადგენს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა საერთო ჯამში ამ დროის მონაცემებით 88522 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ ოზურგეთში ფიქსირდება. იქ ამომრჩეველთა აქტივობა 47.2%-ს შეადგენს. ოზურგეთის შემდეგ მაღალი აქტივობა ფიქსირდება ბორჯომში – 44.8%, ყაზბეგში- 44.1%, მარტვილიში – 30.7%, ხაშურში – 27.1%, ყველაზე დაბალი აქტივობაა ქუთაისში – 14.1%. 

Comments
Loading...