19 ივნისს 11:00-დან 18:00 საათამდე, ქალაქ გორში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება ახალგორის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 18 ივნისი, 2018 176 19 ივნისს 11:00 საათიდან – 18:00 საათამდე, ქალაქ გორში – დუშეთის, მ.თოიძის, ი.სუხიშვილის, მელიქიშვილის, ჟ.შარტავას, რ.სტურუას, არაგვის, დარიალის, ეგ.ნინოშვილის, მეჯვრისხევის, რუსთავის და თბილისის ქუჩებზე მცხოვრებ შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.