1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ გმირებს ბაღდათის მუნიციპალიტეტში დღეს პატივი მიაგეს ბაღდათის მუნიციპალიტეტიბაღდათის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 9 აპრილი, 2021 10 ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, საკრებულოს თვმჯდომარე შალვა მშვილდაძესთან, პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 9 აპრილს გარდაცვლილებს პატივი მიაგეს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს. დღესვე ბაღდათის საკათედრო ტაძარში არქიმანდრიტმა მამა მაკარ (აბესაძემ) 9 აპრილს დაღუპელთან ხსოვნის პანაშვიდი გადაიხადა. ვ. მაიაკოვსკის სახლ მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზაში 9 აპრილის თემატიკას ლიტერატურული პერფორმანსი მიეძღვნა.