- Advertisement -

20 ოქტომბერს ქუთაისს Konoba x R.O დუო ეწვევა

20 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის პალატის, კომპანია Movement-ის ორგანიზებით, ასევე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორისადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ქუთაისს Konoba x R.O დუო ეწვევა
Lineup:
✦ R.O x Konoba
ბრიუსელში დაფუძნებული ალტერნატიული ჟღერადობის დუოა, რომელიც მანქანების და ინსტრუმენტების, სიზმრების და რეალობის , მელანქოლიური ვოკალის და პოპ მელოდიების ერთობას წარმოადგენს
✦ Daniell
კონკრეტული პროექტი მოიცავს ელექტრონული საცეკვაო მუსიკის რამდენიმე ჟღერადობას, უმთავრესად – ტექნო და მის გარშემო გაერთიანებულ სხვადასხვა სუბჟანრებს. მისი სეტები თითქმის არასდროსაა ერთნაირი ჟღერადობის, რადგანაც ცდილობს მუსიკა გარემოსთან და საცეკვაო მოედანთან შესაბამისობაში იყოს.
✦ Tade
მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ “DASH DEEP RECORDS” -ზე გამოვიდა, შემდეგ იყო “UNDERYOURSKIN RECORDS”-ზე გამოცემული ტრეკები, რომლებმაც დადებითი რეცენზიები გამოიწვია.
თარიღი: 20 ოქტომბერი
დასაწყისი: 21:00
გახსნის ცერემონიალი: 21:30
დასასრული: 06:00

Comments
Loading...