- Advertisement -

20 სოციალურად დაუცველი ჭიათურელი ბავშვი საზაფხულო ბანაკში დაისვენებს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, პერევისის საზაფხულო ბანაკში 20 სოციალურად დაუცველი ბავშვი 10 დღით დაისვენებს.

ბავშვები ჭიათურის მერმა პაატა ნადირაძემ გააცილა და მათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნება უსურვა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვებმა კომფორტულ გარემოში გაატარონ ეს დღეები და დაუვიწყარი და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაგვიბრუნდნენ ბანაკიდან" -განაცხადა პაატა ნადირაძემ
საზაფხულო ბანაკი 25 ივლისს დაიწყო და 3 აგვისტოს დასრულდება

ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

Comments
Loading...