- Advertisement -

20, 21, და 22 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკთან კონცერტები გაიმართება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა” ფარგლებში 2018 წლის 20, 21, და 22 ივლისს ქ. ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება აჭარის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედი ვოკალურ-ინსტრუმენტული და მოწვეული ჯგუფების კონცერტები.

ადგილობრივი ბენდების აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია რეგიონში კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნების უზრუნველყოფისა და ადგილობრივი არტ-ბაზრის განვითარების მიზნით. თანამედროვე მუსიკის კონცერტები ხელს შეუწყობს ერთი მხრივ ადგილობრივი ბენდების ცნობადობის გაზრდას და ამავდროულად რეგიონს გახდის უფრო მიმზიდველს ტურისტული თვალსაზრისით.

კონცერტები დაიწყება: 20 ივლისს 20:00 საათზე

21 ივლისს 19:00 საათზე

22 ივლისს 20:00 საათზე

Comments
Loading...