2018 წლიდან გურჯაანში მყარი ნარჩენების სეპარირება დაიწყება გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 25 დეკემბერი, 2017 483 გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა დაამტკიცა. „ხუთწლიანი გეგმა ორი ნაწილისგან შედგება. ერთი არის არსებული მდგომარეობის ანალიზი და მეორე- განსახორციელებლი ღონისძებები. საბოლოო შედეგია, რომ მაქსიმალურად სუფთა გარემო მივიღოთ. დღეისათვის გვყავს 4 ნაგავმზიდი და 5 თვითმცლელი, რითაც მთელ რაიონს ვემსახურებით. 2022 წლისთვის შევიძენთ 1520 ურნას. გაკეთებულია რუკები, სადაც კონტეინერები განთავსდება, ასევე ვიყიდით 8 ნაგავმზიდსაც. 2018 წლიდან მოხდება ნარჩენების სეპარირება. ჯერ ქალაქიდან დავიწყებთ, შევარჩევთ 10-მდე ობიექტს, სადაც დავდგავთ განსხვავებული ფერის კონტეირნებს და ცალ-ცალკე განთავსდება სხვადასხვა ნარჩენები. შემდეგ სოფლებში გადავალთ. ტარიფი გურჯაანის საკრებულომ დაამტკიცა, ერთ სულზე 50 თეთრი, თუმცა ოჯახზე არა უმეტეს 2 ლარისა. დღესდღეობით გადასახადს არც ქალაქის მოსახლეობა იხდის და არც სოფლის. გადასახადის ამოღებას იქიდან დავიწყებთ, სადაც უკეთესი მომსახურებაა.“- განაცხადა მერიის ინფრასტრუქუტრის სამსახურის წარმომადგენელმა თეიმურაზ ბაჩუკაშვილმა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ კონტეინერების შესაძენად 2018 წლის ბიუჯეტში 200 000 ლარი გაითვალისწინა.