21 ივლისს ანსამბლი “შავნაბადა” ლანჩხუთში კონცერტს გამართავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 19 ივლისი, 2018 154 21 ივლისს 18 საათზე ანსამბლი "შავნაბადა" ლანჩხუთის კულტურის ცენტრში კონცერტს გამართავს. კონცერტი ტარდება Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ანსამბლი ”შავნაბადა” ჩამოყალიბდა 2005 წელს. ანსამბლის წევრები ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ”მართვესა” და ”ბიჭების” აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს როგორც ფილკლორულ სასიმღერო ნუმუშებს ასევე, საეკლესიო გალობასა და ქართულ ინსტრუმენტულ მუსიკას. ”შავნაბადამ” იმოგზაურა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სადაც გამართა კონცერტები, გახლდათ მრავალი ფესტივალის მონაწილე და ჩაატარა ქართული სიმღერის მასტერკლასები. ანსამბლს გამოცემული აქვდ 9 აუდიო და 1 ვიდეო ალბომი. 15 აპრილიდან 30 სექტემბრამდე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, Check-in Georgia-ს ფარგლებში, ტარდება ფესტივალი ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა". ექვსი თბილისური ანსამბლი – „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ – საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს. ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები. კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.