- Advertisement -

21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღეა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2005 წლის 29 ნოემბრის რეზოლუციით 21 ივნისი მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღედ გამოცხადდა. აღნიშნული თარიღი საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის დაარსების დღეს – 1921 წლის 21 ივნისს ემთხვევა.

ამავე რეზოლუციით გაერომ საზღვაო ქვეყნებს საერთაშორისო ჰიდროგრაფიულ ორგანიზაციაში გაწევრიანებისაკენ მოუწოდა, რათა გამარტივებულიყო ქვეყნებს შორის ჰიდროგრაფიული ინფორმაციის სწრაფი ცვლა, თანამედროვე ტექნოლოგიების გლობალური მასშატაბით დანერგვა-განვითარება და საერთაშორისო ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2015 წლიდან საქართველო საერთაშორისო ჰიდროგრაფიული ორგანიზაციის (IHO) სრულუფლებიანი წევრია, შედეგად ჩვენ უამრავ ბენეფიტს ვღებულობთ ჰიდროგრაფიული ტექნოლოგიების დანერგვისა და კადრების გადამზადების კუთხით, რაც დადებითად აისახება ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხზე და ქმნის საქართველოში ჰიდროგრაფიის პროფესიის განვითარების პერსპექტივას.

საქართველოს ჰიდროგრაფიული სამსახურის მიერ წარმოებული საზღვაო სანავიგაციო რუკები უკვე შეყვანილია რუკების მსოფლიო კატალოგში და მინიჭებული აქვს საერთაშორისო ნუმერაცია. რაც გულისხმობს მათ ხელმისაწვდომობას მსოფლიოს მასშტაბით. 2016 წლიდან ჰიდროგრაფიული სამსახური შუქურების ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის ნაციონალური წევრია . აღნიშნული ორგანიზაცია მსოფლიო ზღვებსა და ოკეანეებში ნაოსნობის წესებს ადგენს და რეგულარულად ახორციელებს საქართველოს პორტების ექსპერტიზას IALA-ს სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად.

მსოფლიო ჰიდროგრაფიის დღე, ფიდროგრაფიულ სამსახურს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა და ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, მოადგილეებთან ერთად მიულოცეს.

Comments
Loading...