- Advertisement -

21 ქუთაისელ ვეტერანს 1 000 – 1 000 ლარი გადაეცემათ

ქუთაისის მერმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ და ქალაქის საკრებულოს წევრებმა, ნინოშვილის ბაღში არსებულ მემორიალთან ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით 21 ქუთაისელ ვეტერანს 1000-1000 ლარი გადაეცემათ.

1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საბჭოთა კავშირში 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

Comments
Loading...