- Advertisement -

22 აპრილს, დმანისის მუნიციპალიტეტში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

დედამიწის დღე- ყოველწლიური ღონისძიებაა. ამ დღესთან დაკავშირებით, დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა, სადაც სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთნენ.

დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველო „დედამიწის დღეს“ 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.

Comments
Loading...