- Advertisement -

22 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქცია მოეწყო

22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღესთან დაკავშირებით ქარელის მუნიციპალიტეტში მოეწყო დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი“-ს თანამშრომლებმა.

კამპანია ხორციელება USAID-ის ,CENN-ის WMTR II -ის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერით. საქართველოში, ამ დღეს ოფიციალურად აიღო სტარტი მასშტაბურმა გარემოსდაცვითმა კამპანიამ "გარემოს გულისთვის", კამპანია მიზნად ისახავს კერძო კომპანიების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას საქართველოში სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში.

კამპანიას უკვე შემოუერთდნენ კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორის 15-მდე წარმომადგენელი, რომლებიც დედამიწის დღეს პასუხისმგებლობას აიღებენ წინასწარ შერჩეული დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავებასა და შემდგომ მონიტორინგზე. აღსანიშნავია,რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ გახდა გულითადი ელჩი,რომელმაც აიღო ვალდებულება სისტემატურად დაასუფთავოს ძამას ხეობის 1000 მ2 ტერიტორია.

Comments
Loading...