- Advertisement -

23 და 24 სექტემბერს ხაშურ-ქალაქობის დღესასწაული გაიმართება

23 სექტემბერს ხაშურში ხაშურ-ქალაქობის და ფუძეობის დღესასწაული გაიმართება,- ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

ფუძეობა არის დღე, როდესაც ის ადამიანები, ვისაც ფესვები და წარმოშობა ხაშურთან აკავშირებს, საკუთარ ფუძეს უნდა დაუბრუნდნენ. კულტურული, სპორტული, ფოლკლორული ღონისძიებები და გამოფენები ხაშურის ცენტრალური პარკის მიმდებარედ 14 საათიდან დაიწყება.

დღესასწაულს დააგვირგვინებს "ერისიონისა" და "მგზავრების" გრანდიოზული კონცერტი.

24 სექტემბერი სურამში ცნობილი უკრაინელი პოეტი ქალის, ლესია უკრაინკას ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაეთმობა.

ხაშურ-ქალაქობისა და ლესიაობის აღსანიშნავად ხაშურსა და სურამს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებიც ესტუმრებიან.

დღესასწაულს დაესწრებიან სტუმრები ლიტვის ქალაქ რადვილიშკისიდან, შვედეთის ქალაქ ჰედემორადან, ლატვიის ქალაქ ბაუსკადან და უკრაინის ქალაქ ნოვოგრად-ვოლინსკიდან. გაიმართება საპატიო ხაშურელების დაჯილდოვებაც. 

Comments
Loading...