- Advertisement -

23 ივნისს კინტრიშის ხეობა გრანდოიზულ ფესტივალს უმასპინძლებს

23 ივნისს კინტრიშის ხეობა გრანდოიზულ ფესტივალს უმასპინძლებს. საზაფხულო ფესტივალის ფარგლებში ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. მოეწყობა შენეცნებითი და ველო ტურები, სპორტული შეჯიბრებები, გამოფენა-გაყიდვები, მასტერკლასები. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დაგეგმილ აქტივობებში და ტრადიციული კულინარიული ნაწარმი დააგემოვნონ. 

მთელი დღის განმავლობაში ფესტივალის მონაწილეებისთვის სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად ტელეწამყვანი და მსახიობი კახა მიქიაშვილი იზრუნებს, ხოლო დასკვნით ღონისზიებას ეთნო-ჯაზ ბენდი „სტუმრები“ გამართავს. აქტივობები დილის 10:00 საათიდან დაიწყება და გვიანობამდე გაგრძელდება.

ფესტივალის სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ ცხემვანში ვიზიტორთა სახლის მიმდებარედ დეკორაციები მონტაჟდება. 

კინტრიშის ხეობაში ფესტივალი წელს პირველად იმართება. ფესტივალის მიზანი კინტრიშის ხეობის პოპულარიზაციაა. 

Comments
Loading...