- Advertisement -

23 მარტს, 00:00-დან, 05:00 საათამდე ბათუმის ნაწილს წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება

კომპანია „ბათუმის წყალი“ ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგების ქსელზე ნულოვანი ტესტირებების ჩატარებას აგრძელებს!

სამუშაოების ფარგლებში 23 მარტს, 00:00 სთ-დან, 05:00 სთ-მდე წყალმომარაგების მიწოდება შეუწყდება: 9 მარტის, სულაბერიძის, სოხუმის, მარუხის, ქედის, შაფათავას, ქობულეთის, ლომონოსოვის და პუშკინის ქუჩებს. ხოლო ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებს, კონკრეტულ მონაკვეთებში:
ლუკა ასათიანის ქუჩას: ჭავჭავაძიდან, მამია ვარშანიძემდე;
დემეტრე თავდადებულის ქუჩას: ჭავჭავაძიდან, მამია ვარშანიძემდე;
ფალავანდიშვილის, ბერიძის და იმედაშვილის ქუჩებს: პუშკინიდან, წერეთლამდე;
შავშეთის ქუჩას: წერეთლიდან, მამია ვარშანიძემდე;
გურამიშვილის, სააკაძის, ოსტროვსკის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს: ლუკა ასათიანიდან, სულაბერიძემდე;
ჭავჭავაძის ქუჩას: ლუკა ასათიანიდან, წერეთლამდე;
წერეთლის ქუჩას: ბარათაშვილიდან, მაიაკოვსკამდე;
ბესიკის ქუჩას: ლუკა ასათიანიდან, სულაბერიძემდე;
ბაგრატიონის ქუჩას: შავშეთიდან, ლუკა ასათიანამდე;
ნულოვანი ტესტირების შედეგების საფუძველზე, „ბათუმის წყალი“ მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, მიწოდებული და მოსახლეობის მიერ გახარჯული წყლის საერთო შედეგის შესახებ.
„ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება გეგმიურ სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვოებით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152

Comments
Loading...