- Advertisement -

24 ივლისს 10:00 დან – 20:00 საათამდე ხარაგაულის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება

24 ივლისს 10:00 საათიდან – 20:00 საათამდე, ხარაგაულში – სოლომონ მეფის, 9 აპრილის, კიკნაძის, აბაშიძის, დეკანოსიძის, თაბუკაშვილის და გალაკტიონის ქუჩებზე მცხოვრებ შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს წყალმომარაგება შეეზღუდება.

წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია რეზერვუარის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

Comments
Loading...