- Advertisement -

24 წლის გოგოს გატაცებაში ბრალდებულებს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 24 გოგოს მოტაცებაში ბრალდებულების საქმესთან დაკავშირებით განაჩენი გამოიტანა.

ორ ახალგაზრდას, რომლებმაც მიმდინარე წლის აპრილში, გურჯაანის სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან 24 წლის გოგო გაიტაცეს, ორწლიანი პატიმრობა, 5 წელი პირობითი მსჯავრი და 3 000 ლარი გირაო შეეფარდათ, მოხუც მამაკაცს კი, რომელიც ასევე თანამონაწილედ სცნეს- შვიდწლიანი პირობითი მსჯავრი.

საქმე სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. გამოძიებას კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო აწარმოებდა.

Comments
Loading...