- Advertisement -

25 აგვისტოს ხულოში “ხულო FEST” გაიმართება

25 აგვისტოს – ხულოს დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება ფესტივალი "ხულო FEST". ფესტივალის მიზანია ადგილობრივი პროდუქციის და ხულოში მდებარე ტურისტული ადგილების პოპულარიზაცია

მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, პარალელურად გაიმართება ფოლკლორული წარმოდგენები

მუსიკალური ბენდები:
Sound lab
Groovephonics
DJ: Chiki/Rezi

კემპინგის მოყვარულთათვის ერთი დღე-ღამით გამოიყოფა სტადიონის ტერიტორია. 

ფესტივალის ორგანიზატორები არიან ხულო LAG-ი და ხულოს მუნიციპალიტეტის მერია. ფესტივალი მოეწყობა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) მხარდაჭერით, ENPARD ხულო პროექტის ფარგლებში.

Comments
Loading...