- Advertisement -

26 მარტიდან, ქუთაისში გ.ტაბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება

მიმდინარე წლის 26 მარტიდან, ქუთაისში გ.ტაბიძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1,077,306.69 ლარია გამოყოფილი. ქუჩაზე გადაადგილება დილიდან შეფერხდება.

სამუშაოების დასრულებამდე, ავტომობილებისთვის გზა გადაიკეტება ჩეჩელაშვილის ქუჩის კვეთიდან, გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე.

მოძრაობა აღმაშენებლის გამზირიდან, ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით, გრიშაშვილის და დუმბაძის ქუჩების მიმართულებით იქნება შესაძლებელი. სამუშაოებს შპს “ჯეო სერვისი” განახორციელებს.

Comments
Loading...