- Advertisement -

27 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით გორში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება (განრიგი)

27 დეკემბერს გასართობ ცენტრ „რიოს“ ანიმატორები ქალაქს შემოივლიან და მოსახლეობას გორის მერიის სახელით საახალწლო მისალოც ბარათებს დაურიგებენ. 30 დეკემბერს, ქალაქში საახალწლო განწყობის შექმნას უკვე გასართობ ცენტრ „დისნეის“ ანიმატორები შეეცდებიან.

გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს მუნიციპალიტეტის მასშტაბით საახალწლოდ მორთული სატრანსპორტო საშუალებაც იმოძრავებს და მოსახლეობას ტკბილეულს დაურიგებს. 

28, 29, 30 დეკემბერს სტალინის გამზირზე არსებულ სკვერში, შადრევანის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საახალწლო ბაზრობა. სამივე დღეს, 18:30 საათიდან სკვერში შეკრებილი მოსახლეობას განწყობაზე ანსამბლები „გორი“ (28 დეკემბ.), „იბერია“ (29 დეკემბ.) და ადგილობრივი შემსრულებლები (30 დეკემბ.) იზრუნებენ. 

31 დეკემბერს საახალწლო კონცერტი, ღია ცის ქვეშ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 10:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაზე იმღერებენ მაკა სირბილაძე, ემზარ იორამაშვილი, გიორგი მოციქულაშვილი, თიკო ჭულუხაძე, თაკო ოქროპირიძე, ბესო ნემსაძე, მელანო ფისაძე, თამარ მურადაშვილი, ხატია ხუციძე, გიორგი ნადიბაიძე, ანსამბლი „მაჩაბელა“.

ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას ახალი წლის შემობრძანებას გორის მერი, მისი მოადგილეები და სასულიერო პირები მიულოცავენ. ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. 

საახალწლო კონცერის მიმდინარეობისას დაჯილდოვდებიან საახალწლო კონკურსის „ყველაზე საახალწლოს“ გამარჯვებულები. მერიამ კონკურსი მუნიციპალიტეტში საუკეთესოდ მორთული ფასადებისა და ეზოების გამოსავლენად გამოაცხადა. 

3-დან 7 იანვრის ჩათვლით კომბინატის კულტურის ცენტრში (მშვიდობის 12/ა) გაიმართება საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი, რომელსაც დაესწრება 2 500-მდე ბავშვი. მათ შორის იქნებიან სოციალურად დაუცველი, დევნილი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე პატარები. 

5 იანვარს ქალაქში საახალწლო განწყობის შენარჩუნებას კვლავ ანიმატორები გააგრძელებენ. ამჯერად მოსახლეობის მხიარულ განწყობაზე გასართობი ცენტრი „ცისარტყელა“ იზრუნებს. 

Comments
Loading...