- Advertisement -

27 ნოემბერს სოფელ მუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება

27 ნოემბერს, 12:00 საათზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი საზეიმო ვითარებაში გაიხსნება.

საზეიმო გახსნას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ტარიელ ჯანხოთელი და ადგილობრივი თანამდებობის პირები დაესწრებიან.

სოფელ მუღანლოს ახალი საბავშვო ბაღი სამი ჯგუფისგან შედგება, რომელიც ასამდე აღსაზრდელს მოემსახურება.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მუღანლოში არსებული საბავშვო ბაღი ამორტიზებული იყო, რის გამოც დემონტაჟს დაექვემდებარა და საჭირო გახდა ახალი სკოლამდელი დაწესებულების აშენება.

პროექტი სამშენებლო კომპანია შპს "პარმაღმა" ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 252 000 ლარად შეასრულა.

Comments
Loading...