28 მარტს ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება რამდენიმე საათით შეეზღუდება ipressტოპ სიახლე დამატების თარიღი 27 მარტი, 2019 112 ქ. ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოეის (საცხოვრებელი კორპუსების ახალ ქსელზე გადაერთება) გამო, 28 მარტს, 08.00 საათიდან – 18.00 საათამდე, ქალაქ ქუთაისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აბონენტებს SMS შეტყობინებები 27 მარტს გაეგზავნათ. ქ.ქუთაისში წყალმომარაგების შეზღუდვის გრაფიკები: ავტომშენებლის ქუჩა – N40;44;46ბ;48;52;56;58;60;62;64;66;70;72;74;80;84;88; ხარებავას ქუჩა; ირ.აბაშიძის ქუჩა N13;15;17;17ა;17ბ;17გ;19;21;23;25;27;29;31; 9 აპრილის ქუჩა N8;10. სამუშაოების დასრულებისთანავე წყალმომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო .