28 მარტს ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო კონსულტაციები გაიმართება ხულოს მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 27 მარტი, 2018 189 კონსულტაციებს და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტალურ კვლევებს, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალის წამყვანი სპეციალისტები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ჩაატარებენ. სამედიცინო აქცია 11:00 საათზე დაიწყება. ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება უფასო კონსულტაციების მიღება შემდეგი მიმართულებებით: 1. კარდიოლოგი/კარდიოექოსკოპისტი – რამაზ ღლონტი; 2. ენდოკრინოლოგი – სალომე ღლონტი; 3. ანგიოქირურგი – ლევან კოხრეიძე; 4. უროლოგი – ბადრი პაქსაძე; 5. გინეკოლოგი – ელენე კობიაშვილი; 6. რადიოლოგი – სედიკო გობაძე; 7. ტრავმატოლოგი – რაულ პაქსაძე; 8. ნევროლოგი – თამარ თურმანიძე; 9. ნეიროქირურგი – რეზო ბათნიძე; 10. ოფთალმოლოგი – თამარ აროშიძე; 11. ქირურგი – ჯემალ ნაკაშიძე; 12. ოჯახის ექიმი – თამარ მხატვარი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უახლოეს პერიოდში ხულოს რაიონულ ჰოსპიტალში ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს ნევროლოგის, ტრავმატოლოგისა და უროლოგის მომსახურება.