29 წლის პაციენტის გარდაცვალების მიზეზების შესწავლა სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დაიწყო ipressბათუმი დამატების თარიღი 26 მარტი, 2019 135 21 მარტს გარდაცვლილი მელანო ფუტკარაძის საქმის შესწავლა სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დღეს დაიწყო. 29 წლის პაციენტი “მედ-ცენტრში” მწვავე აპედიციტის ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახი ბრალს ბათუმის რეფერალურ კლინიკას სდებს, სადაც მელანო ფუტკარაძე მედ-ცენტრში მისვლამდე მკურნალობდა. სააგენტო წარმომადგენლებმა სწორედ ამ კლინიკიდან დაიწყეს საკითხის შეწავლა. რის შემდეგაც ისინი კლინიკა “მედცენტრში” შევლენ. პირველ ეტაპზე დოკუმენტაციების შესწავლა მოხდება, მოგვიანებით კი მკურნალობაში ჩართულ ექიმებსაც გაესაუბრებიან. რეგულირების სააგენტოს აჭარის ჯანდაცის მინისტრმა მიმართა. მელანო ფუტკარაძის ახლობლების აქციების შედემდეგ, რეფერალური საავადმყოფოს ერთ-ერთმა მკურნალმა ექიმმა უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე შეიჩერა. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ცხედარს ექსერტიზა ჩაუტარდა. ბათუმიმედიცინამელანო ფუტკარაძეშესწავლა