- Advertisement -

3 აგვისტოს ბათუმში “ლუდის გარბენი” ჩატარდება

ხვალ, ლუდის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმში სახალისო გარბენი გაიმართება. "ლუდის გარბენი", რომელიც 18:00 საათიდან, ბულვარში, სასტუმრო "ეუფორია"-სთან აიღებს სტარტს საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის პროგრამის #იყავიაქტიურისაქართველოში პროექტ #RunGeorgia-ს ფარგლებში იმართება.გარბენის დისტანცია არის 5კმ. რეგისტრაცია და მონაწილეობა არის უფასო.

აღნიშნული გარბენი ტარდება პირველად და ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და აქტიური ტურიზმის განვითარებას. გამარჯვებულებს გადაეცემათ სიმბოლური პრიზები და საჩუქრები. ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სამახსოვრო სერტიფიკატით.

Comments
Loading...