- Advertisement -

30 დეკემბერს, კურორტ გომარდულში ტურისტული სეზონი გაიხსნება

30 დეკემბერს, კურორტ გომარდულში ტურისტული სეზონი გაიხსნება. 5 წლიანი პაუზის შემდეგ კურორტი ვიზიტორების მიღებას ისევ შეძლებს. გახსნის ღონისძიებები კურორტზე 15:00 საათზე დაიწყება და 21:30 საათამდე გაგრძელდება.

ღონისძების ფარგლებში გომარდულში მოეწყობა საახალწლო დეკორაციები, განათება, სცენა და კვების ობიექტი, დაიდგმება ნაძვის ხე, დაინთება კოცონი, იქნება ცოცხალი მუსიკა, ფოლკლორი, ბენდები, DJ და ფოიერვერკი. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისრიალონ თხილამურებზე, მოუსმინონ მუსიკას, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები და სასმელები. ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა თამაშები და სახალისო აქტოვობები. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გახსნის. მას მთავრობის წევრები, გიდები, ტურისტული კომპანიებისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ღონისძიებაზე დასწრების მსურველთათვის ბათუმიდან (ბულვარის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი) გომარდულის მიმართულებით, 11:00 საათიდან იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ნომერზე 577 90 90 93 (91). 

Comments
Loading...