- Advertisement -

30 ივნისს, წმიდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე ახალციხეში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

30 ივნისს, წმიდა შალვა ახალციხელის ხსენების დღეა. დღესასწაული ახალციხეში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. 

ცენტრალურ პარკში, თოჯინების თეატრი – „წითელქუდა“ და თეატრალური წარმოდგენა ჩატარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „World Vision“-მა კი პატარებისთვის სპორტული ღონისძიებები, სახეზე ხატვა და სურათების გადასაღებად სპეციალური ბანერი მოაწყო, რის შემდეგაც ქალაქიდან ახალციხის ციხემდე მსვლელობა გაიმართა
მთელი დღის განმავლობაში ახალციხის ციხეზე სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიმდინარეობდა. მოეწყო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების, ხალხური რეწვისა და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა,შეჯიბრი ჭიდაობაში და მაგიდის ჩოგბურთში, ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი კოლექტივების მონაწილეობით, დასახელდა საპატიო ახალციხელები. ესენია: ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), ქართული რეწვის ოსტატი მარიამ ჟუჟუნაძე და ექიმი რუზანნა მელიქიან, დაჯილდოვდნენ სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებულები, წარმატებული აგროტრენერები, ფერმერები, კოოპერატივები.

დღესასწაული ქართული ესტრადის ვარსკვლევების თემურ ყვითელაშვილის, ნუცა ბუზალაძის, ,,თბილისის ბიგ-ბენდის“, ,,ქართული ხმების“, ,,რეზო და ბავშვების“ კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

Comments
Loading...