- Advertisement -

31 აგვისტოდან -2 სექტემბრის ჩათვლით ბათუმში “ბათუმი ფოტოდღეები” გაიმართება

2018, იქნება პირველი წელი, როდესაც ბათუმი ფოტოდღეების ფესტივალი ჩატარდება განახლებული და უფრო მრავლისმომცვლელი კონცეფციით. 2014 წლიდან იგი ცნობილია საერთაშორისო საზოგადოებისათვის „ოდესა//ბათუმი ფოტოდღეების“ სახელწოდებით. ფოტოდღეების თემა და შესაბამისად მთავარი გამოფენის სახელწოდებაც არის se@ experience – რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც „ნახე გამოცდილება“ ან „ზღვა გამოცდილება“- ეს იდეა დაფუძნებულია განსხვავებული ხედვისა და ღრმა განცდის უნარზე, ზღვა- როგორც სუბსტანციის სიმბოლო, გარემოს ან პირადი ჰორიზონტის. გამოცდილება ყოველთვის ინდივიდუალურია, მაგრამ ამავდროულად იგი ყოველთვის საზოგადოებასთანაა გაზიარებული, და როდესაც ის პასუხობს
საერთო მოთხოვნას, მას მოსდევს მოსალოდნელი ზემოქმედება და შედეგი.
ფოტოდღეების ფარგლებში გაიმართება:
4 გამოფენა : მთავარი გამოფენა ბათუმის ბულვარში, კოკა რამიშვილისა (საქართველო/ჟენევა) და გიორგი ნებიერიძის (საქართველო/ბერლინი), გამოფენები ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში და MADE IN PHOTO (პოლონეთი) გამოფენა აჭარის ხელოვნების მუზეუმში.
3 ღამის ჩვენება: საქართველო და სამხრეთ კავკასია; აღმოსავლეთი ევროპა; აზია, აფრიკა და ახლო აღმოსავლეთი.
შეხვედრები ხელოვანებთან: გიორგი ნებიერიძე და კოკა რამიშვილი ფოტოლაბი რომელშიც გამარჯვებული მონაწილეები მიიღებენ მხარდაჭერას 2019 წელს საკუთარი პროექტის რეალიზებისათვის, ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში .

ჩვენი მენტორები არიან: კოკა რამიშვილი, გიორგი ნებიერიძე, ნათელა გრიგალაშილი (საქათველო) და ანნა ჩისტოზერდოვა (ბელორუსია). მთავარ გამოფენაში მონაწილეობას იღებს 26 კონკურსანტი 14 სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის:

საქართველო, უკრაინა, გერმანია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი და სხვა. ეს გამოფენა კონცეპტუალური ფოტოგრაფიული გამოსახულების ინსტალაციაა, რომლის მიზანია ახალი პლატფორმის შექმნა სერთაშორისო სახელოვნებო საზოგადოებისათვის. გამოფენა ეძღვნება ინდივიდებს, რომლებმაც ზეგავლენა იქონიეს ან შეცვალეს ისტორია, და მათ, რომლებიც მომავალში გააგრძელებენ ცვლილებების მოხდენას. ისტორია გვასწავლის რომ, ერთ სიტყვასა და პატარა გამოსახულებას აქვს ძალა გამოიწვიოს უდიდესი ცვლილება.

ორგანიზატორები მიზნად ისახავენ საფუძველი ჩაუყარონ არა მხოლოდ მონაწილეებთან მომავალ თანამშრომლობას არამედ ინსპირაციულ პროექტებს რომლებიც შემდგომ შეიძლება გადაიზარდოს მხატვრულ ან დოკუმენტურ ფოტო პროექტებში, ხოლო მოგვიანებით კი განხორციელდეს ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში. ასევე ხელი შუწყოს სრულიად ახალი ექსპერიმენტისა და სექტორთაშორის თანამშრომლობას.

Comments
Loading...