- Advertisement -

4 აპრილს ფოლკლორის ცენტრის საგამოფენო დარბაზში მერაბ ჯოხაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

2018 წლის 4 აპრილს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება პროფესიონალი მხატვრის – მერაბ ჯოხაძის – პერსონალური გამოფენა.

მერაბ ჯოხაძემ 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ამავე წლიდან თავისი შემოქმედება დაუკავშირა კინემატოგრაფიას დამდგმელი მხატვრის სპეციალობით. გაფორმებული აქვს 11-მდე მხატვრული ფილმი, მათ შორის: ფერმა მთაში; იმედის მწვანე კუნძული; ლომა; ლომა – დავიწყებული მეგობარი; გაღმა ნაპირი, ასევე მრავალი სასწავლო სახელმძღვანელო და მხატვრული ლიტერატურა.

მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი, მხატვართა კავშირის წევრი.

მერაბ ჯოხაძის ნამუშევრები ინახება სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში.

გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე. დაიხურება 10 აპრილს.

Comments
Loading...