- Advertisement -

40 წლის შემდეგ დმანისის 8 სოფელში მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში ექნება

40 წლის შემდეგ, პირველად დმანისის მუნიციპალიტეტის 8 სოფლის – ამამლო, ბაზაქლო, მამიშლო, ვაკე, ზემო ოროზმანი, ქვემო ოროზმანი, დალარი, ჯავახი – მოსახლეობა სასმელ წყალს 24-საათიანი გრაფიკით მიიღებს.

მიმდინარე სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და დმანისის მერმა გიორგი ტატუაშვილმა შეაფასეს.

„პროექტი მიმდინარეობს დაგეგნილ ვადებში. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ თუ ამ ტემპით გავაგრძელებთ მუშაობას, სექტემბერის დასაწყისისთვის უკვე ექსპლუატაციაში იქნება გაშვებული ქსელის ეს ნაწილი, რომელიც მოიცავს სათავე ნაგებობას მაგისტრალზე და სამარაგოს.

ძალიან საინტერესო და კარგი პროექტია დმანისის მუნიციპალიტეტისთვის. COVID-19-ს ამ პროექტის განხორციელებაში ხელი არ შეუშლია, ვინაიდან ყველა რეკომენდაციას და მითითებას კონტრაქტორი კომპანია ასრულებდა ზედმიწევნით. კომუნიკაციაშია დმანისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და ცენტრალურ ხელისუფლების იმ კონკრეტულ რგოლებთან, რომლებიც აკონტროლებენ ამ რეგლამენტებს“ , – განაცხადა გიორგი ტატუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 1 068 169 ლარს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ წყლის უწყვეტი გრაფიკით 215 ადამიანი ისარგებლებს.

Comments
Loading...