- Advertisement -

5 და 6 მაისს გურჯაანში სოფლებში ველისციხესა და ვაჩნაძიანში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება

5 მაისს სოფელ ველისციხის და 6 მაისს სოფელ ვაჩნაძიანის ამბულატორიებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის და ორგანიზაცია "საქართველო წითელი ჯვრის" თანამაშრომლობით მოსახლეობისთის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდება. მედიკოსები პაციენტებს 10 :00 საათიდან 18:00 საათამდე მიიღებენ.

სოციალური აქციის ფარგლებში შემდეგი სახის გამოკვლევები ჩატარდება : მუცლის ღრუსა და ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიური კვლევა, კარდიოლოგიური გამოკვლევა და სისხლში შაქრის შემცველობის განსაზღვრა.

მსგავსი აქციები მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც იგეგმება.
 

Comments
Loading...