5 ოქტომბერს, ფოლკლორის ცენტრში ბაგრატოვანთა სახლის ორი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება ipressსიახლეები დამატების თარიღი 4 ოქტომბერი, 2018 116 5 ოქტომბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში დინასტიური კავშირი ,,ბაგრატოვანთა სახლი” წარადგენს ,,ბაგრატოვანთა სახლის” ისტორიკოსის, ,,საქართველოს სამეფო სახლის” ისტორიული განყოფილების ხელმძღვანელის – იოსებ ბიჭიკაშვილის – ორ წიგნს: ,,ბაგრატიონ-დავითიშვილები (აზნაურთა შტო)” და ,,ჩემი პასუხი არაკეთილმოსურნეებს”. პირველი წიგნი ეხება ბაგრატიონ-დავითიშვილების აზნაურთა შტოს გენეალოგიას. მეორე წიგნში ავტორი დამაჯერებლად უპასუხებს ყველა იმ ცილისწამებას, რომლებიც 2015 წლიდან მუსირებს მეცნიერთა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. დასაწყისი 19:00 საათზე პრეზენტაციაფოლკლორის ცენტრიწიგნები