- Advertisement -

50 წელი ჟურნალით ხელში – შუახევის საჯარო სკოლაში 70 წლის პედაგოგის საიუბილეო საღამო ჩატარდა

შუახევის საჯარო სკოლაში პედაგოგ თეიმურაზ დავითაძის 70 წლისა და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის საიუბილეო საღამო ჩატარდა.

თეიმურაზ დავითაძე დაიბადა შუახევის რაიონის სოფელ სხეფში 1947 წელს. დაამთავრა შუახევის საშუალო სკოლა. 1965-1970 წწ. სწავლობდა ქ. ბათუმის შ. რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. იმავე წელს მუშაობა დაიწყო სხეფის 8 წლიანი სკოლის ფიზიკა- მათემატიკის მასწავლებლად, პარალელურად იყო სკოლის დირექტორი. 1986 წლიდან მუშაობდა შუახევის საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი და სკოლის დირექტორი.

პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად სწავლობდა მოსკოვის პედაგოგიურ სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, სადაც 1986 წელს დაიცო დისერტაცია, ხოლო 1992 წელს სადოქტორო.

შუახევის მერიის ინფორმაციით, 1990- 2005 წწ. იყო შუახევის რაიონის განათლების განყოფილების გამგე. მინიჭებული აქვს მათემატიკის მასწავლებლის, წარჩინებული მასწავლებლის და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება. დაჯილდოებულია პედაგოგის ღირსების ორდენითა და აჭარის ა. რ. საპატიო სიგელით.ჰყავს მეუღლე, 2 შვილი და 5 შვილიშვილი.

თეიმურაზ დავითაძეს საიუბილეო საღამო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

Comments
Loading...