6 დეკემბერს ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 5 დეკემბერი, 2017 274 6 დეკემბერს, 09:00 საათიდან 17:00 საათამდე, ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ლაგოდეხის სათავეზე არსებული 500 მ3 რეზერვუარის გეგმიური რეცხვითი სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.