- Advertisement -

6-მა ოპოზიციურმა პარტიამ არმაზ ახვლედიანის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელა

არმაზ ახვლედიანი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად დღეს 6-მა ოპოზიციურმა პარტიამ ოფიციალურად დაასახელა. საქართველოს პრეზიდენტს კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტილების მიღება უმრავლესობის მიერ დასახელებულ თორნიკე რიჟვაძესა და "ქართული ოცნების" ყოფილი მდივანს შორის მოუწევს. არმაზ ახვლედიანის კანდიდატურას ემხრობა ბათუმელების ნაწილიც, რომელიც საინიციატივო ჯგუფის ფარგლებში პრეზიდენტს შეხვდა და თავდაპირველად თავმჯდომარეობის კანდიდატად გოჩა გუგუნავა შესთავაზა.

საინიციატივო ჯგუფმა და ოპოზიციურმა პარტიებმა აღნიშნულ თემაზე კონსულტაციები ბათუმში დემოკრატიული ჩართლობის ცენტრში გამართეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცხადეს, რომ პარტიულზე მაღლა რეგიონის ინტერესი დგას და ახვლედიანის კანდიდატურა ამ მხრივ საუკეთესოა.

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დასახელებული კანდიდატი არმაზ ახვლედიანი კი აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს როგორც პრეზინდეტს, ასევე უმრავლესობის წარმომადგენლებს და გააცნოს თავისი ხედვები. ამავდროულად ის ითხოვს დებატებს ყველა წარმოდგენილ კანდიდატთან.

"უპირველესად მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოების წარმომადგენლებს და აჭარის უმაღლეს საბჭოში შემავალ ყველა პარტიებს, აგრეთვე ყველა სხვა პარტიას, რომლებმაც გადაწყვიტა ჩემი მხარდაჭერა. მე კარგად ვაცნობიერებ რას ნიშნავს დღეს ამ პოლიტიკურ ბრძოლაში ჩართვა, მაგრამ უმეტესად ვაცნობიერებ პასუხისმგებლობას ჩვენი საზოგადოების წინაშე და კარგად ვხდები, რომ დღეს როგორც არასდროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პროცესი გაჯანსაღდეს. დავუბრუნდეთ დემოკრატიულ საწყისს რომ ადამიანი გახდეს ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი. ბოლოს და ბოლოს გავაცნობიეროთ ყველამ ვინ ვართ ხელისუფლებაში ან ვაპირებთ მოსვლას , რომ მოვდივართ შეზღუდული დროით მაგრამ იმისთვის რომ ვემსახუროთ. მე მზად ვარ შევხვდე აჭარის უმაღლესი საბჭოს თითოეულ დეპუტატს და ვადასტურებ თითოეული დეპუტატის მიმართ პატივისციმეს მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა მზად ვარ ღია გამჭვირვალე ფორმატში თითოეულს ავუხსნა ჩემი პოზიცია და გავაგებინო ჩემი მთავარი სათქმელი",- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა

უმრავლესობისა და უმცირესობის მიერ შეთავაზებულ კანდიდატებს შორის კონსულტაციების შემდეგ ვისზე გააკეთებს არჩევანს საქართველოს პრეზიდენტი 18 ივლისამდე გახდება ხნობილი. კანონმდებლობით ამ დღეს იწურება ვადა აჭარის უმღლეს საბჭოს წარუდგინოს დასამტკიცებლად აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი.

Comments
Loading...