- Advertisement -

66 წლიანი თანაცხოვრება და ხუთი თაობის 26 შთამომავალი – 85 წლის წყვილი ხულოდან

ხულოში სოფელ ქედლებში მცოვრები ნუსრედინ ჯოყილაძე და ჰედიე ჯოყილაძე თანაცხოვრების 66 წლის იუბილეს აღნიშნავენ, წყვილი 85 წლისაა, როგორც „აიპრესთან“ ყვებიან, მათ 19 წლის ასაკში გარიგებით იქორწინეს. წყვილს ხუთი თაობით უკვე 26 შთამომავალი ჰყავთ.

ნუსრედინ ჯოყილაძე მათი დაოჯახების ისტორიას ჰყვება, როგორც თვითონ იხსენებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი საცოლე მასთან ახლოს ცხოვრობდა ქორწინებამდე მას არ დალაპარაკებია, რადგან იმ დროინდელი ადათ-წესები ხელს უშლიდა, იგი იმასაც იხსენებს, თუ როგორ გაუგზავნა მალულად დანიშნულობის პერიოდში საცოლეს ფურცელზე დაწერილი სასიყვარულო წერილი და როგორი ემოციებით ელოდბოდა პასუხს. 

ნუსრედინ ჯოყილაძე „აიპრესთან“ რძლის იმ დრონდელ ტრადიციებსა და მოვალეობებზე საუბრობს, აღნიშნავს, რომ იმ დროს პატარძალს დედამთილთან, მამამთილთან და მაზლთან დალაპარაკების უფლება არ ჰქონდა, ვერც მათი თანდასწრებით მიირთმევდა საჭმელს. სამაგალითო რძალს ოჯახში დილით ყველაზე ადრე უნდა გაეღვიძა ღუმელი დაენთო და ბევრ სხვა საოჯახო საქმეებთან ერთად საუზმეც მოემზდებინა, ყოველი ჭამის წინ რძალი ვალდებული იყო ოჯახის ყველა წევრისთვის ხელი დაებანინებია.

მისივე თქმით, მსგავს ტრადიციებს თავისი რძლებისაგან არ მოითხოვს და იმასაც აღნიშნავს, რომ ამ დროს ოჯახის შექმნა უფრო მარტივია, რადგან შეგიძლია დაელაპარაკო შენს რჩეულს აწონ-დაწონო ყველაფერი და ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტიება, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ მას ძალიან გაუმართლა თავის მეორე ნახევარში და მის შემთხვევაში გარიგებით დაოჯახებამ გაამართლა.

Comments
Loading...