- Advertisement -

7-8 ნოემბერს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარისის გზის 29-ე კმ-ზე მოძრაობა პერიოდულად ჩაიკეტება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შ.პ.ს. „საქართველოს სამხედრო გზა“, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, ფერდობის სტაბილიზაციის მიზნით, ახორციელებს დამატებით პრევენციულ სამუშაოებს, რომლის ფარგლებშიც ჩასატარებელია ცალკეული გადმოკიდებული ქვების გაწმენდა ხელით, კლდეზე მცოცავების -მეკლდეურების მეშვეობით.

რის გამოც, 7 და 8 ნოემბერს 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე საჭიროა, პერიოდულად ერთი საათის ინტერვალით, გზის ამ მონაკვეთზე, ჩაიკეტება ავტომობილების მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

Comments
Loading...