- Advertisement -

8 მაისს ფოლკლორის ცენტრში ფოტოჟურნალისტის ბადრი ვადაჭკორიას ფოტოების გამოფენა გაიხსნება

2018 წლის 8 მაისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება ფოტოჟურნალისტის ბადრი ვადაჭკორიას ფოტოების გამოფენა (XX საუკუნის 80-90-იანი წლები). გამოფენა ტარდება კვირეულის – ,,ქოლგა თბილისი ფოტო 2018-ის" – ფარგლებში.

ბადრი ვადაჭკორია: ცნობილი ჟურნალისტი, ფოტოჟურნალისტი, მოგზაური, სახელმწიფო პრემიის, ,,ოქროს ფრთისა" და პირველი ქართველი ფოტოგრაფის ალექსანდრე როინაშვილის პრემიის ლაურეატი. თექვსმეტი წიგნის (ალბომის) ავტორი და გამომცემელი. ასევე, ,,პალიტრა L-თან" ერთად, თორმეტი ალბომის – ,,ჩემი საქართველოს" – თანაავტორი.

ბადრი ვადაჭკორია საქართველოსა და საზღვარგარეთ მრავალი პერსონალური ფოტოგამოფენის ავტორია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით მოწყობილმა გამოფენებმა – ,,ეს საქართველოა" – უცხოეთში დიდი მოწონება დაიმსახურა.

გამოფენა გაიხსნება 19 საათზე
დაიხურებება 11 მაისს

Comments
Loading...