- Advertisement -

8 მარტს, ქუთაისში რეგისტრირებულ მარტოხელა დედებს “კლინიკა ბომონდში” უფასო კვლევები ჩაუტარდათ

ქალთა დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში რეგისტრირებულ მარტოხელა დედის სტატუსის მქონე ქალბატონებს “კლინიკა ბომონდში” უფასო კვლევები ჩაუტარდათ. ღონისძიება კლინიკისა და ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა.

მარტოხელა დედებისათვის ასევე უფასო იყო გინეკოლოგის კონსულტაციაც.

“დედის დღეს ქუთაისის მერის მოადგილე შეგვხვდა, დაგვაფასა და ჩვენს საჭიროებებს გაეცნო. დღეს „კლინიკა ბომონდში“ დაგვპატიჟეს და ასეთი საჩუქარი გაგვიკეთეს. გვიხარია, რომ ჩვენზე ზრუნავენ, რადგან ეს გამოკვლევები ის იყო, რაც ძალიან გვწირდებოდა. კმაყოფილები ვართ,”- აცხადებენ მარტოხელა დედები.

“კლინიკა ბომონდი” 17 წელია ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნავს. კლინიკა პერიოდულად აცხადებს მსგავსი ტიპის აქციებს. გვიხარია, რომ დღეს პატივი გვქონდა მარტოხელა დედების ჯანმრთელობაზე გვეზრუნა და ამ საქმეში ჩვენი მოკრძალებული წვლილი შეგვეტანა,“-ამბობს „კლინიკა ბომონდი“-ს ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი მამია ყიფიანი.

Comments
Loading...