- Advertisement -

8 ივნისს ლაგოდეხის ორ სოფელს წყალმომარაგება შეეზღუდება

08 ივნისის 01:00 საათიდან – 20:00 საათამდე, ქ.ლაგოდეხში – სოფ. გელათის და სოფ. დავითიანის (სვობოდნოე) მცხოვრებ მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება.

წყალმომარაგების შეზღუდვა გამოწვეულია ტექნიკური სამუშაოების გათვალისწინებით. შ.პ.ს. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

Comments
Loading...